სტრასბურგში დღეს ევროპარლამენტის პლენარული სესია იხსნება
სტრასბურგში დღეს ევროპარლამენტის პლენარული სესია იხსნება

სტრასბურგში დღეს ევროპარლამენტის პლენარული სესია იხსნება.

ევროდეპუტატები სესიის ფარგლებში კენჭს უყრიან ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს მიმართ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის განვითარების შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციებს. ამ საკითხზე თანამომხსენებლები ლიტველი დეპუტატი ლაიმა ანდრიკიენე და გერმანელი კნუტ ფლეკენშტეინის მიერ მომზადებულ დოკუმენტს დეპუტატები 14 ნოემბერს დაამტკიცებენ.

რეკომენდაციებში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული წევრი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლოდვას მხარდაჭერის გაზრდის აუცილებელობაზე. ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელი ამ სახელმწიფოებში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.

ევროპარლამენტარები გამოდიან რეკომენდაციით, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის უფრო მეტ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნებს გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ჰქონდეთ შენგენის ზონაში, საბაჟო და ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შანსი.

ევროპარლამენტარებმა რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მორიგი სამიტისთვის შეიმუშავეს, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება.