Stop Covid აპლიკაცია გაუქმდა
Stop Covid აპლიკაცია გაუქმდა

Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა დასრულდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციის დეაქტივაცია 2021 წლის 20 იანვარს განხორციელდა. მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. შესაძლოა თუ არა აპლიკაციის აქტივაცია გარკვეულ ეტაპზე ისევ მოხდეს და რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა აღნიშნული პროგრამის საშუალებით, სამინისტროში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

STOP COVID აპლიკაცია 2020 წლის 16 აპრილიდან მოქმდებდა და იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო ვირუსის გავრცელების შეკავება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევდა მომხმარებლებს გაეგო, იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.

აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა.