სტივენ მნუჩინი - აშშ-ჩინეთის ბოლო სავაჭრო მოლაპარაკებები კონსტრუქციული გამოდგა
სტივენ მნუჩინი - აშშ-ჩინეთის ბოლო სავაჭრო მოლაპარაკებები კონსტრუქციული გამოდგა

აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა, კონსტრუქციული გამოდგა, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ვაშინგტონში შედგება. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა დღეს განაცხადა.

პეკინში გამართულ მოლაპარაკებები მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის გამწვავებული სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირებაზე მიმართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იყო. ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ურთიერთობა გასულ წელს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკა აშშ-ის მიმართ უსამართლოდ მიიჩნია. ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთი, ზოგადად, საკუთარ ბაზარზე უცხოურ კომპანიებს წვდომას უზღუდავს და ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას სისტემატურად არღვევს.

პეკინი ტრამპის ბრალდებას უარყოფდა. საკითხზე მოლაპარაკება იმდენად გართულდა, რომ ვაშინგტონმა 250 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ჩინური იმპორტი ახალი ტარიფით დაბეგრა.