„ლივერპულის“ ლეგენდარულ ნახევარმცველს სტივენ ჯერარდს მიაჩნია, რომ „წითლების“ ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში და მოუწოდა კლუბს – ძეგლი დაუდგას გერმანელს სპეციალისტს, როცა „ლივერპული“ ჩემპიონი გახდება.
„მინდა ერთ მომენტს გავუსვა ხაზი: მიმაჩნია, რომ იურგენ კლოპი – მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ის „ლივერპულში“ მოვიდა და გუნდი მაშინვე ახალ დონეზე გაიყვანა. როცა ის იწყებდა, კლუბი პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულშიც არ იყო. მან შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება პირველად ბოლო 30 წელიწადში.
ვფიქრობ, იურგენი ჯილდოს იმსახურებს. ფეხბურთში ხშირად ველოდებით, სანამ ადამიანებს ასაკი მოემატებათ და ამის შემდეგ მივაგებთ პატივს მის მიღწევებს. ვიცი, რომ კლუბის მფლობელები ამას არ დაუშვებენ. ინგლისის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მათ უნდა დაიწყონ მუშაობა კლოპის ქანდაკებაზე“, – განაცხადა ჯერარდმა.