სტივენ ჯერარდი კვირის ბოლომდე „ასტონ ვილას“ მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
„ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე. ბირმინგემელებმა „ლივერპულის“ ლეგენდაზე სტივენ ჯერარდზე შეაჩერეს არჩევანი. ამის შესახებ იტყობინება ჟურნალ The Economist-ის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი ჰაშიმ აზული.
ვარაუდობენ, რომ ჯერარდი „ასტონ ვილას“ პარასკევამდე ჩაუდგება სათავეში. ინგლისური კლუბი ახლოს არის შეთანხმებასთან შოტლანდიურ „რეინჯერსთან“, რომელსაც დღეს ინგლისელი სპეციალისტი ავარჯიშებს.
ჯერარდი „რეინჯერსში“ 2018 წლიად მუშაობს. გასულ სეზონში გუნდი შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.