სტივ უიტკოფი – აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება

20:11, 10.03.2025

აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს.

უიტკოფის თქმით, აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება „რაიმე თავდაცვითი მიზნებისთვის, რაც უკრაინელებს სჭირდებოდათ“.

უიტკოფი აშშ-ის დელეგაციის წევრია, რომელიც ხვალ საუდის არაბეთში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება.

„ბევრი დისკუსია გაიმართა. მინდა, ეს პროგრესად შევაფასო“, – განაცხადა უიტკოფმა „Fox News“-თან ინტერვიუში.

ამასთან, უიტკოფის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ კვირის შეხვედრების განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

მსგავსი