სტივ კლარკი შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს.
მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ კუნძულელები ტურნირის საუკეთესო რვა მესამეადგილოსან გუნდს შორის ვერ მოხვდებოდნენ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კლარკთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
სტივ კლარკი შოტლანდიის ეროვნულ გუნდს სათავეში 2019 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ორ ევროპის ჩემპიონატზე (2020 და 2024 წლებში) იასპარეზა და რაც მთავარია, 1998 წლის შემდეგ პირველად მოახერხა მუნდიალზე გასვლა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიელებმა ჰაიტის მინიმალური სხვაობით (1:0) სძლიეს, თუმცა მომდევნო შეხვედრებში მაროკოსთან (0:1) და ბრაზილიასთან (0:3) დამარცხდნენ.