კალათბურთის გულშემატკივრებისთვის მთავარ შეკითხვას წარმოადგენს – გაგრძელდება, თუ არა 2019-20 წლების სეზონი. ჯერჯერობით, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ბუნდოვანია.
„გოლდენ სტეიტისთვის“ მიმდინარე სეზონი საშინლად წარიმართა. გუნდმა პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა და პანდემიამდე დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. „ვორიორზს” რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის თეორიული შანსიც არ ჰქონდა. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა „სან ფრანცისკო ქრონიქლ“-თან (San Francisco Chronicle) ისაუბრა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივ კონტაქტზე ვართ კალათბურთელებთან. თუმცა ამავდროულად ყველას გვესმის, რომ მიმდინარე სეზონი ჩვენთვის დასრულებულია. თუ ლიგამ სეზონის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება დარჩენილი თამაშების სათანადო დონეზე ჩატარება,“ – განაცხადა კერმა.