სტიქიამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 20-ზე მეტი სოფელი დააზარალა
სტიქიამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 20-ზე მეტი სოფელი დააზარალა

კახეთის გუბერნატორმა პირველად მონაცემებზე დაყრდნობით სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სტიქიამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 20-ზე მეტი სოფელი დააზარალა.

აღინიშნა, რომ დასეტყვილია 4 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის ძირითადად ვენახის ფართობები.

დაზიანების ხარისხი თელავის მუნიციპალიტეტში 10 პროცენტიდან 100 პროცენტამდეა, ხოლო ყვარელში – 30 პროცენტიდან 80 პროცენტმდე. სტიქიის შედეგად 112 სახლია დაზიანებული.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას მიმართავს, მოსახლეობის კერძო სახლების გადახურვის სამუშაოებისთვის, მუნიციპალიტეტს დამატებითი თანხები გამოუყოს.

კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურმა ეფექტიანად იმუშავა, 150-ზე მეტი ჭურვის გასროლა განახორცილა, თუმცა ცალკეულ ადგილებზე სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.