სტიპე მიოჩიჩი - ჯონ ჯონსთან ბრძოლაზე არ ვიფიქრებ, სანამ ფრენსის ნგანუს არ დავამარცხებ #1TVSPORT
28 მარტს ლას ვეგასში ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. UFC 260-ის ფარგლებში მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი ფრენსის ნგანუსთან კარიერაში რიგით მეორე ბრძოლას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება სამი წლის წინ UFC 220-ზე შედგა. მიოჩიჩმა დომინანტურ სტილში დაამარცხა აფრიკელი. მას შემდეგ სტიპემ დენიელ კორმიესთან 3 ბრძოლა ჩაატარა. ნგანუმ კი ბოლო 4 ბრძოლა პირველ რაუნდში ეფექტური ნოკაუტებით მოიგო და კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჩემპიონთან შეხვედრა.
UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სტიპესა და ფრენსისს შორის გამარჯვებული შემდეგ ბრძოლას ჯონ ჯონსის წინააღმდეგ გამართავს. მიოჩიჩს MMAFighting-მა სწორედ ეს შეკითხვა დაუსვა. ჩემპიონმა განაცხადა, რომ არ იფიქრებს ჯონსთან დაპირისპირებაზე, სანამ ფრენსის ნგანუს არ დაამარცხებს.