შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სტენ ვავრინკამ „დიდი სლემის“ მეორე ტურნირის როლან გაროსის გამოტოვება გადაწყვიტა, – იტყობინება გაზეთი „ეკიპი“.
წყაროს ცნობით, ჩოგბურთელმა ჯერ ვერ მოასწრო სრულად აღდგენა მარცხენა ფეხზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.
36 წლის ვავრინკა „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონია. ამ მომენტისთვის, შვეიცარიელი 24-ე ადგილზეა АТР-ის კლასიფიკაციაში.
როლან გაროსი 30 მაისიდან 13 ივნისამდე გაიმართება.