სტეფი და აიშა კარები კორონავირუსის მიერ სკოლებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)

ერთ-ერთი ზომა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად მიიღო სკოლებისა და სასწავლო დაწესებულების დროებით შეჩერებაა.

შეერთებულ შტატებში სკოლას განათელბის გარდა ბევრი სხვა დანიშნულება აქვს. ბევრი ბავშვი სკოლაში საჭმელადაც მოდის და ასეთი ახალგაზრდები დღეს შიმშილის ზღვარს მიღმა, შესაძლოა აღმოჩნდნენ. „გოლდენ სტეიტის” კალათბურთელის, სტეფ კარის ოჯახმა გადაწყვიტა რთულ მომენტში სკოლებს და მოსწავლეებს დაეხმაროს. სტეფმა მეუღლესთან, აიშასთან ერთად ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვსურს დავეხმაროთ იმ ბავშვების ნაწილს, რომლებიც კორონავირუსის გამო დაზარალდნენ და მათთვის საკვები ვუზრუნველყოთ. სკოლის კვებაზე დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში 18 000 ბავშვია. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ და ვუზრუნველყოთ საკვები ამ ბავშვებისთვის.”