სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანსა და ქუჩას დეზინფექცია ჩაუტარდა
სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანსა და ქუჩას დეზინფექცია ჩაუტარდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანსა და ქუჩას დეზინფექცია ჩაუტარდა.

სადეზინფექციო ხსნარითა და წყლის ჭავლით დამუშავდა მაღაზიების, აფთიაქების, ბანკისა და ალექსადრე ყაზბეგის ქუჩაზე არსებული სხვა შენობების მიმდებარე ტერიტორიები.

აღნიშნული სამუშაოები განახორციელეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა. პროცესს კოორდინირებას უწევდნენ ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა, მერის მოადგილეები – დავით ქირიკაშვილი და თამაზ ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და შენობების დამუშავება გრძელდება.