სტეფან სეჟურნე - ევროკავშირსა და უკრაინას შეუძლიათ, დაიწყონ მრავალი პროექტი კრიტიკულ ნედლეულზე უკვე 2025 წლის მარტში, ევროკავშირი დაინტერესებულია უკრაინული გრაფიტის მოპოვების პროექტით
სტეფან სეჟურნე - ევროკავშირსა და უკრაინას შეუძლიათ, დაიწყონ მრავალი პროექტი კრიტიკულ ნედლეულზე უკვე 2025 წლის მარტში, ევროკავშირი დაინტერესებულია უკრაინული გრაფიტის მოპოვების პროექტით

ევროკავშირსა და უკრაინას შეუძლიათ, დაიწყონ მრავალი პროექტი კრიტიკულ ნედლეულზე უკვე 2025 წლის მარტში. ევროკავშირი დაინტერესებულია უკრაინული გრაფიტის მოპოვების პროექტით, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიების საკითხებში, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.

ევროკომისრის განცხადების თანახმად, უკრაინასთან ერთობლივი პროექტები შეიძლება ამუშავდეს მომდევნო თვეში, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ომამდე დიდი ხნით ადრე. საუბარია 2021 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც, სტეფან სეჟურნეს თქმით, ამ შეთანხმების პირობებს იძლევა, რაც უკრაინელებთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმებაა.

„ამ შეთანხმების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ პარტნიორობა, მათ შორის ძალიან სპეციფიკური პროექტები, მათ შორის გრაფიტთან დაკავშირებით, რომელსაც პოტენციურად შეუძლია, შეადგინოს გრაფიტის მოხმარების 10 პროცენტი ევროპაში 2030 წლამდე. ჩვენ რამდენიმე განცხადებას გავაკეთებთ მარტში, როდესაც მე წარვადგენ გეგმას ნედლეულის შესახებ, კერძოდ, პირველ მოპოვებასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების მიღმაც კი არსებობს ძალიან კონკრეტული პროექტები, რომლებიც განხორციელდება“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ.