სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, ოთხი თურქი სამხედრო დაიღუპა
სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას ოთხი თურქი სამხედრო ემსხვერპლა. თურქული გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.