სტამბოლში, საცხოვრებელ რაიონში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
სტამბოლში, საცხოვრებელ რაიონში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

სტამბოლის ჩრდილოეთ ნაწილში საცხოვრებელ რაიონში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი. სტამბოლის გუბერნატორის ალი ერლიქაის ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი ბორტზე მყოფი პირია. სამოქალაქო პირებს შორის არავინ დაშავებულა.

ინციდენტი გვიან საღამოს მოხდა. ჩამოვარდნილია ამერიკული წარმოების UH ტიპის ვერტმფრენი. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. თურქეთის პროკურატურამ მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.

თურქულ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ვერტმფრენი საბავშვო მოედნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

სტამბოლის ამავე რაიონში სამხედრო ვერტმფრენი გასული წლის ნოემბერშიც ჩამოვარდა. მაშინაც ავიაკატასტროფას ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა.