სტამბოლში, რუსეთის საკონსულოსთან სირიაში რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს
სტამბოლში, რუსეთის საკონსულოსთან სირიაში რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს

სტამბოლში, რუსეთის საკონსულოსთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა და სირიაში რუსეთის ქმედებები გააპროტესტა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ანტირუსულ სლოგანებს სკანდირებდნენ. მათ თურქეთისა და სირიის დროშები ეკავათ ხელში.

როგორც მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანაცხადა, მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, სირიაში განზე გადგეს და თურქეთს საშუალება მისცეს, სირიის სამთავრობო ძალებს თავად გაუმკლავდეს.

იდლიბის პროვინციაში ვითარება მას შემდეგ არის უკიდურესად დაძაბული, რაც სირიის სახელისუფლებო ძალების ავიადარტყმებს 34 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

რუსეთი ავიაიერიშში მონაწილეობას უარყოფს.