სტამბოლში არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს ექვსი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
სტამბოლში არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს ექვსი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

 

სტამბოლში არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ექვსი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულ არალეგალებს შორის 2 600-ზე მეტი ავღანელი, 1 600 პაკისტანელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან, მათ შორის სირიელები. დაკავებულებს არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრებში გადაიყვანენ, შემდეგ კი, სამშობლოში გაგზავნიან.

ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება სტამბოლში დაკავებული არარეგისტრირებული სირიელების დეპორტაციას გეგმავს. მინისტრის თქმით, სირიელებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განთავსებულ ბანაკებში გაგზავნიან, რადგან ისინი დროებითი დავის ქვეშ იმყოფებიან. სირიელ მიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ სტამბოლში, თუმცა აღნიშნულ ქალაქში არ არიან რესგისტრირებული, სტამბოლის დასატოვებლად 20 აგვისტომდე მისცეს ვადა.

სულეიმან სოილუს ინფორმაციით, 2019 წელს თურქეთში 163 ათასი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომელთაგან 43 ათასის დეპოტრაცია მოხდა. ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ დეპორტირებულ არალეგალებს შორის სირიელები არ ყოფილან.

თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2011 წელს სირიაში ომის დაწყებიდან, თურქეთს 4 მილიონზე მეტმა სირიელმა შეაფარა თავი.