სტამბოლის ერთ-ერთ უბანში, არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა სადენები აფეთქდა
სტამბოლში, ბეიოღლუს უბანში ძლიერი აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მიწისქვეშა სადენებში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.