სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით, ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ყველა დაკავებული ერთი ოჯახის წევრია. მათ იმ ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვაში ადანაშაულებენ, რომლითაც ეჭვმიტანილმა საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა.
სტრასბურგის საშობაო ბაზრობას 2018 წლის 11 დეკემბერს 29 წლის შერიფ შეკატი დაესხა თავს. შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ორდღიანი დევნის შემდეგ, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შერიფ შეკატი ორმხრივი სროლისას სასიკვდილოდ დაჭრეს. მისი სახლის ჩხრეკის დროს კი, პოლიციამ ვიდეოჩანაწერს მიაგნო, სადაც შერიფ შეტაკი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ერთგულების ფიცს დებს.