შსს-ს მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი Skoda Scala-ს მარკის ავტომობილებით განახლდა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი Skoda Scala-ს მარკის ავტომობილებით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი Skoda Scala-ს მარკის ავტომობილებით განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი ავტომობილები თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ეტაპობრივად ნაწილდება.

„განახლებული ავტოპარკი სააგენტოს დირექტორმა, გიორგი გუნცაძემ დაათვალიერა და რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.