საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა თურქულ მხარეს ჯამალ ხაშოგის ცხედარზე ინფორმაცია არ მიაწოდა
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში მყოფმა საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა თურქულ მხარეს მოკლული ჯამალ ხაშოგის ცხედრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.
ალ მუაჯიბი, რომელიც გამოძიების ფარგლებში ჩავიდა თურქეთში, ორჯერ შეხვდა სტამბოლის გენერალურ პროკურორს. ასევე მოინახულა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულო, სადაც ჟურანლისტი ჯამალ ხაშოგი მოკლეს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკვე რამდენჯერმე მოუწოდა საუდის არაბეთის მთავრობას, გაასაჯაროონ ინფორმაცია ჯამალ ხაშოგის ცხედრის შესახებ.
ჯამალ ხაშოგი ორ ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.