ალჟირის პოლიციამ სტრასბურგი, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი შერიფ შეკატის კიდევ ერთი ძმა დააკავა. ინფომრაციას Le Parisien – ი ავრცელებს.
34 წლის სამი შეკატი ალჟირში დააკავეს, ის პოლიციას აღრიცხვაზე ჰყავდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სამი შეკატი ძმას სტრასბურგის თავდასხმის ორგანიზებაში ეხმარებოდა.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ალჟირში თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე შერიფ შეკატის ორი ძმა, მამა და დედა დააკავეს. Le Parisien – ის ინფორმაციით, სამი მათგანი ამ დრომდე დაკავებულია.
29 წლის შერიფ შექატმა 11 დეკემბერს სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ გუშინ მოკლა.