საერთაშორისო კორიდორ Lapis Lazuli-ის პირველი სატრანზიტო ტვირთი აზერბაიჯანში შევიდა
საერთაშორისო კორიდორ Lapis Lazuli-ის პირველი სატრანზიტო ტვირთი აზერბაიჯანში შევიდა. აღნიშნული კორიდორით ავღანეთიდან წამოსულ ტვირთებს საქართველოს გავლით, თურქეთსა და ევროპაში გადაზიდავენ.
ავღანეთის მთავრობა პირობას დებს, რომ აღნიშნული მარშრუტი ავღანეთიდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გზა გახდება. თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ანკარასთვის კორიდორს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
პირველი მარშრუტის ფარგლებში ავღანეთიდან 9 სატვირთო ავტომობილი 13 დეკემბერს გამოვიდა, ტვირთის საერთო წონა კი 175 ტონაა. საერთაშორისო კორიდორ lapis Lazuli-ის ფარგლებში ავღანეთიდან გამოსული ტვირთი რკინიგზითა და ავტომაგისტრალით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შედის, საიდანაც კასპიისპირა პორტ თურქმენბაშში გადადის. კორიდორი ბაქომდე გრძელდება და თბილისის, ასევე ფოთისა და ბათუმის პორტებით სტამბოლისკენ მიემართება.