სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში მცხოვრები ქართველები მიიღო [ფოტო]
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში მცხოვრები ქართველები მიიღო [ფოტო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში, ქ. ინეგოლში მცხოვრები ქართველები მიიღო და დალოცა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„მისმა უწმინდესობამ მათ სამშობლოში ჩამოსვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ კუთხეს. სტუმრებმა მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ანსამბლ „რირაშის“ წევრებმა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.

ქართველები ინეგოლში მუჰაჯირობის დროს, XIX საუკუნეში, აჭარიდან გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას, ტრადიციებსა და კულტურას.

მათი საქართველოში ჩამოყვანა ფონდ „ქართული გალობის“(დამფუძნებლები: ივანე ჩხარტიშვილი, ნანა გოთუა), ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის(ხელმძღვანელი გიორგი დონაძე) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (რექტორი რევაზ კიკნაძე) ინიციატივითა და ხელშეწყობით განხორციელდა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ინეგოლელი ქართველები 15 აპრილს რუსთაველის თეატრში კონცერტს გამართავენ.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდება და ამიერიდან ყოველწლიური სახე მიეცემა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.