სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია ეწვია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად დაესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას.