„სქაი ნიუსი“ – ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაციის გამო ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო

22:40, 03.04.2026

ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაციის გამო ისრაელმა ირანზე დაგეგმილი იერიშების ნაწილი გადადო. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო.

ცნობისთვის, „ენბისი ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანის თავზე ჩამოვარდა. წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკულმა ძალებმა გადაარჩინეს, ეკიპაჟის მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია კი გრძელდება. ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმირებულია.

მსგავსი