სპორტული ვიქტორინის „ფეხბურთის ლოგიკის“ გამარჯვებულს ავტომობილი გადაეცა [ფოტო, ვიდეო]

პირველი არხის გადაცემის, სპორტული ვიქტორინის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. „ფეხბურთის ლოგიკის“ მთავარი პრიზის, ავტომობილის მფლობელი გრიგოლ ხუბუნაია გახდა. მას კომპანია „კრისტალბეთის“ მიერ სპეციალურად დაწესებული პრიზი დღეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

კიდევ ერთი პრიზი, რომელიც პირველი არხის გადაცემაში ლოტოტრონის მეშვეობით გათამაშდა, მეგატექნიკის მიერ დაწესებული პრიზი – ტელევიზორი იყო.

ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სპორტულ ვიქტორინაში სხვადასხვა პრიზი თამაშდებოდა. საერთო ჯამში 60 პრიზი გათამაშდა, რომელიც  გადაცემაში დასმულ შეკითხვებზე გაცემული სწორი პასუხების მიხედვით გაიცა.