სპორტული კარატე | ალანია, ფონიავა და სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იბრძოლებენ #1TVSPORT
„თბილისი არენაზე“ დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინასწარი ეტაპი. კადეტებში, იუნიორებსა და 21-წლამდელებში გამოვლინდნენ ფინალისტები და წყვილები, რომლებიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოდან წარმატებით იასპარეზეს ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, უტა ფონიავამ და იკა სულამანიძემ, რომლებმაც ფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვეს. უტა იუნიორებში -68 კგ წონით კარეგორიაშია, ხოლო იკა – ახალგაზრდებში – -67 კგ-ში.
შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ფინალში ასევე გავიდა კადეტი გიგი ალანია (-52 კგ).
საქართველოს ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ ანზორ დონაძე (21-წლამდელები, -75 კგ) და ნიკოლოზ აბულაძე (კადეტები, -70).
შეხვედრები ბრინჯაოს მედლისთვის და ფინალები გაიმართება ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 11 თებერვალს, 9:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ასევე, მოგახსენებთ, რომ ევროპის კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობდა 49 ქვეყნის 1160 სპორტსმენი.
მეორე დღეს, 10 თებერვალს საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზეს:
ქალები | იუნიორები
ელენე ჩიტიშვილი (-48კგ), ელენე მარკოზია (-59 კგ), მარია ჯანგიძე (-66 კგ), ალექსანდრა ბერინაშვილი (61+ კგ).
ვაჟები | იუნიორები
ნოდარ სუპატაშვილი (-55 კგ), დავით დავითური (-61 კგ), უტა ფონიავა (-68 კგ), ლუკა ლობჯანიძე (-76 კგ), ნიკოლოზ გიგაური (76+ კგ)
ქალები | 21-წლამდელები
მარიამ ვასაძე (-50 კგ), ვენერა ახობაძე (-55 კგ), ანი პატრიშვილი (-61 კგ).
ვაჟები | 21-წლამდელები
ჯემო მიქელაძე (-60 კგ), იკა სულამანიძე (-67 კგ), ანზორ დონაძე (-75 კგ), ტიმოთე დუგლაძე (-84 კგ), მერაბ გელაშვილი (84+ კგ).
მწვრთნელები: გოგიტა არქანია, ლაშა კოდუა, ირაკლი ტყებუჩავა, გოჩა ვალიშვილი.