2021 წელი სპორტული მოვლენებით საკმარისად დატვირთული იყო. კორონავირუსის გამო 2020 წელს გასამართი ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს გადმოიტანეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა და დაიწყო კალათბურთელთა ნაკრებმა. იყო კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი და დასამახსოვრებელი სურათი…
თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოების მიხედვით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სპორტული 2021.
2021 წელს სპორტული ღონისძიებები აღდგა, თუმცა სადეზინფექციო ხსნარი და პირბადე მუდამ თან სდევდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი მოიგო, რაც ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენი გუნდის ბომბარდირი 4 გოლით ხვიჩა კვარაცხელია გახდა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური
საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში
ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე კვლავ წარუმატებლად იასპარეზეს. თბილისის „დინამოს“ „ნეფთჩისთან“ მატჩიდან მხოლოდ ერთი ეფექტური ფოტო შერჩა
საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ითამაშა
„ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგეს
წყალბურთში თბილისმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლა
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ
ტოკიოში ლაშა ბექაურმა ოცნება აიხდინა – ოქროს მედალი მოიპოვა
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ოქრო ბოლო წამზე დათმო
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე მესამე რაუნდში დამარცხდა
სალომე ფაჟავამ ოლიმპიადის შემდეგ კარიერა დაასრულა
ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანს ოლიმპიურ მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა
საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის მატჩები უფერულად ჩაატარა
შეიქმნა პირველი ქართული ფრენჩაიზი – საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეთა ნაკრები, რომელიც რაგბი ევროპის სუპერთასზე თამაშობს
ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ინგლისი 3:2 დაამარცხა
კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უკრაინასთან მოგებით გახსნა
ბათუმის „დინამომ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ 31 დეკემბერს 2021 წელი შეაჯამა, სამახსოვრო სელფი ლაშა ტალახაძემ გადაიღო.
მომავლის იმედად