სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული დაასახელა #1TVSPORT

11:53, 22.07.2026

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომლის მიზანი განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის ათი საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. გამოკითხვაში 121 ქვეყნის 472 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

1179 ხმით პირველ ადგილზე ლიონელ მესი გავიდა. მეორე იყო კილიან მბაპე – 717 ქულა, მესამე ჯუდ ბელინგემი – 470.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული:

1. ლიონელ მესი (არგენტინა)

2. კილიან მბაპე (საფრანგეთი)

3. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)

4. ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია)

5. ლამინე იამალი (ესპანეთი)

6. როდრი (ესპანეთი)

7. ვოზინია (კაბო ვერდე)

8. ჰარი კეინი (ინგლისი)

9. მიკელ ოიარსაბალი (ესპანეთი)

10. მაიკლ ოლისე (საფრანგეთი)

მსგავსი