„სპორტსდეილი“ - ქართველები ნიჭიერები არიან, მაგრამ სტაბილურობა აკლიათ
„სპორტსდეილი“ - ქართველები ნიჭიერები არიან, მაგრამ სტაბილურობა აკლიათ
გამოცემა „სპორტსდეილიმ“ ყაზანის „რუბინში“ არსებულ მდგომარეობაზე წერილი გამოაქვეყნა. გამოცემის ჟურნალისტის აზრით, რუსეთის საფეხბურთო გუნდის ქართველ ფეხბურთელები ნიჭიერები არიან, მაგრამ ხაზი მათ გამოუცდელობასა და არასტაბილურობას გაუსვა.
 
„ახალი „რუბინი“, რომელიც ზაფხულში შეიქმნა და შეეძლო ტრიბუნები შეევსო. თავიდან გუნდმა გაამართლა, ახალგაზრდული გუნდი ენთუზიაზმითა და სპორტული თავხედობით გამოირჩეოდა და საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა. გუნდის შეტევებს 18 წლის ზურკო დავითაშვილი თავისი დრიბლინგებით ამშვენებდა.
რუსეთის ჩემპიონატში, სადაც მთელი თამაში დაცვაზე, ორთაბრძოლებსა და კონტრშეტევებზეა აწყობილი, ახალი „რუბინი“ ისევე სწრაფად ჩაქრა, როგორც გაიბრწყინა. ის უბრალოდ გრანდებმა გათელეს. ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ნიჭი ნამდვილად აქვთ. ამის მიუხედავად, ჯერ პრემიერლიგაში სტაბილური თამაშისთვის მზად არ არიან“ – წერს „სპორტსდეილი“.
დავითაშვილი და კვარაცხელია თანატოლები არიან, ოირვე 18 წლისაა და თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში გაიზარდნენ. ორივე ექს-დინამოელი ყაზანურ კლუბში ზაფხულში გადავიდა.