სპორტის საერთაშორისო ფონდმა პენიტენციურ სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
სპორტის საერთაშორისო ფონდმა პენიტენციურ სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხრიდან მემორანდუმს ხელი პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოაწერა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან – დირექტორმა ნიკა ცხვარიაშვილმა.

თანამშრომლობის მემორანდუმი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სპორტული ეკიპირებით მომარაგებას, სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობასა და მრავალ სპორტულ აქტივობას.

ფონდის მიზანი საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობაა. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო კონკურსების გამოცხადებაცაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისში დაფუძნებულმა ფონდმა პარტნიორობის ხელშეკრულება უკვე გააფორმა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან.