სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ალექსანდრ კრუშელნიცკისა და ანასტასია ბრიზგალოვას ბრინჯაოს მედალი ჩამოართვა
რუს ქერლინგისტს, ალექსანდრ კრუშელნიცკის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ბრინჯაოს მედალი ჩამოართვა. ამასთან, ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა ქერლინგში ალექსანდრ კრუშელნიცკის პარტნიორსა და მეუღლეს, ანასტასია ბრიზგალოვას.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კრუშელნიცკი დამნაშავედ იქნა ცნობილი პრეპარატ მელდონიუმის გამოყენებით ანტიდოპინგური წესების დარღვევაში.
ოლიმპიურმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები ზამთრის მიმდინარე ოლიმპიადაზე მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ კრუშელნიცკის დოპინგ-სინჯში, რომელიც პიონჩანგის თამაშების მსვლელობისას აიღეს, აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი აღმოჩნდა.