„სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა #1TVSPORT
1 ივნისს, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების მხარდაჭერით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სპორტული ღონისძიებები 3 ლოკაციაზე ჩატარდა. მხიარულ სტარტებს სპორტკომპლექსმა „არენამ“ უმასპინძლა, სადაც თბილისის Sos ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისგან დაკომპლექტებული შერეული გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში ეჯიბრებოდნენ.
მძლეოსნური შეჯიბრებები სპრინტსა და სიგრძეზე ხტომაში 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვაკის ბაზაზე გაიმართა.
ბავშვთა სარაგბო ტურნირს კი ავჭალის სარაგბო მოედანმა უმასპინძლა – შეჯიბრებაში 10–14 წლის მოზარდთა 12 გუნდი მონაწილებდა, ღონისძიების თანაორგანიზატორი კი საქართველოს რაგბის კავშირი იყო.