სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს დღეს ბათუმში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.