სპეციალური პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებულებმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს 

13:28, 28.11.2026

პროექტის ფარგლებში №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის №178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს.

სათამაშოები ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობას ემსახურება. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დაფარულია უსაფრთხო საღებავებით.

პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

სათამაშოები აღსაზრდელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, №16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლემა გადასცეს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად მსჯავრდებულებმა განმავითარებელი სათამაშოები უკვე დაამზადეს თბილისის №94 და №108, რუსთავის №28 საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ასევე, საჩხერის №2 საჯარო სკოლისა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

მსგავსი