სპარტაკმა ანანიძე მილიონ ევროდ არ დათმო - ქართველისთვის გამოსავალი კლუბის დატოვებაა
სპარტაკმა ანანიძე მილიონ ევროდ არ დათმო - ქართველისთვის გამოსავალი კლუბის დატოვებაა
გამოცემა „ბიზნეს-ონლაინის“ ცნობით, 2016 წლის შემოდგომაზე ჯანო ანანიძეს მოსკოვის „სპარტაკი“ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის დატოვება კლუბის მეპატრონე ლეონიდ ფედუნმა გადაწყვიტა.
 
„ქართველს ხელშეკრულების დასრულებამდე მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა, ხოლო მოსკოველებს ბულგარული და სერბული კლუბები დაუკავშირდნენ. ისინი მზად იყვნენ, ნახევარმცველში ერთი მილიონი ევრო გადაეხადათ. კერძოდ, „ცრვენა ზვეზდას“ მთავარი მწვრთნელ მიოდრაგ ბოჟოვიჩი აქტიურობდა, რომელიც ანანიძეს „როსტოვიდან“ იცნობდა. „სპარტაკის“ მენეჯმენტი მოთამაშის გაყიდვას ითხოვდა, მაგრამ ხელშეკრულება ლეონიდ ფედუნმა ჩაშალა, რომელსაც ჯანო მოსწონდა. გაშვების ნაცვლად, კლუბის მეპატრონემ ქართულთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც ჯანოს ხელფასი 1,7 მილიონი ევრო გახდა“ – წერს „ბიზნეს-ონლაინი“.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ანანიძისა მიამრთ კლუბის დამოკიდებულებაც:
„ნიჭიერი ქართველის კარიერა დაღმასვლით წავიდა. რაღაც მომენტში ის არა მხოლოდ ევროპელი სკაუტების, არამედ „სპარტაკის“ გულშემატკივართა მხედველობიდანაც გაქრა. ახლა ჯანო 27 წლისაა. ის ვერც ევროპაში წავიდა, ვერც გუნდის ლიდერი გახდა და, საერთოდ, „სპარტაკისთვის“ საჭირო აღარაა. შესაძლოა, ჯანოსთვის ახლა საუკეთესო გამოსავალი სხვა გუნდში გადასვლაა“.