სპარსეთის ყურის საერთაშორისო ფორუმის მოხსენების მიხედვით, იემენელმა „ჰუსიტებმა“, შესაძლოა, წითელ ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაანადგურონ, თუ აშშ და ბრიტანეთი განაგრძობენ იემენის აეროპორტებზე თავდასხმას

იემენელმა „ჰუსიტებმა“, შესაძლოა, გაანადგურონ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წითელ ზღვაში, თუ ბრიტანეთი და აშშ განაგრძობენ იემენის აეროპორტებზე თავდასხმას. როგორც მედია წერს, ამის შესახებ აღნიშნულია „სპარსეთის ყურის საერთაშორისო ფორუმის“ მოხსენებაში.

ანგარიშის თანახმად, ეს საფრთხეს ქმნის იმ მასშტაბით, რამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გლობალურ კომუნიკაციებსა და ეკონომიკაზე.

მოხსენების მიხედვით, შეიძლება, „ჰუსიტების“ თავდასხმები ხომალდებზე შეწყდეს და ღრმაწყლოვან სამიზნეებზე დაიწყოს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ იემენს უჭირავს სტრატეგიული პოზიცია, რადგან მასზე გადის კონტინენტების დამაკავშირებელი ინტერნეტარხები, რაც აძლიერებს შესაძლებლობას, რომ წყალქვეშა კაბელები, შეიძლება, გახდეს თავდასხმების სამიზნე.

„როია ნიუსის“ ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი სამხედრო ჯგუფი, როგორიცაა „ჰეზბოლა“ ლიბანში და სამხედრო ჯგუფები ერაყში წყალქვეშა კაბელების გადაჭრით იმუქრებიან.