სპარინგი სანაკრებო პაუზისას - „კოლხეთი 1913“-მა „გურია“ დაამარცხა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“-მა სანაკრებო პაუზისას ამხანაგური შეხვედრა ლანჩხუთის „გურიასთან“ გამართა და 2:0 დაამარცხა.
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში დემეტრე გვასალიამ (49) გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი პენალტით მამია გავაშელიშვილმა დააფიქსირა.
ეროვნულ ლიგა 2-ში სანაკრებო პაუზის შემდეგ ფოთელები პირველ შეხვედრას 31 მარტს საკუთარ სტადიონზე გამართავენ – გუნდი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „დინამო თბილისი 2“-ს დაუპირისპირდება.
„კოლხეთი 1913“ – „გურია“ 2:0
გოლები: 1:0 გვასალია (49), 2:0 გავაშელიშვილი (74. პენალტი)
„კოლხეთი 1913“: კოტლიაროვი, გაბელაია, ხარშილაძე, კაპანაძე, ახალაძე, მესიაჩენკო, ქადარია, მესხი, რობაქიძე, ხინთიბიძე, კრასოვსკი.
მეორე ნახევარი: ფასტოვი, ოლხოვი, ხარშილაძე, ჯაფიაშვილი, ახალაძე (75. ლომაძე), გვალია, ფოცხვერია, სიჭინავა, ზურაბიანი, გავაშელიშვილი, გვასალია.