„სპაერი“ საქართველოს თასის ფინალში პირველად გავიდა - „დინამო თბილისს“ ტიტულის მოპოვების შანსი აქვს #1TVSPORT
„სპაერი“ საქართველოს თასის ფინალში პირველად გავიდა - „დინამო თბილისს“ ტიტულის მოპოვების შანსი აქვს #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს „სპაერი“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალურ შეხვედრაშო „დინამო თბილისმა“ „დინამო არენაზე“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა პენალტით გაიტანეს. 65-ე წუთზე ფოთელების კარი მათე ვაწაძემ აიღო.

„სპაერმა“ „გაგრას“ უმასპინძლა. სტუმრები გიორგი ხარებაშვილის გოლით მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, „სპაერმა“ 48-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძის გოლით ანგარიში გაათანაბრა, 103-ე წუთზე კი საბა გეგიაძემ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი წინ გაიყვანა.

საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე (120-ე წუთზე) მასპინძლების ნახევარმცველმა, გიორგი გრიგალაშვილმა კარის ხაზზე ბურთი ხელით მოიგერია, „სპაერის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ლომთაძემ ზუსტად შეასრულა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც „სპაერის“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს (5:4) და არსებობის ისტორიაში ფინალში პირველად გავიდნენ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „სპაერი“ და „დინამო თბილისი“ ერთმანეთს 5 დეკემბერს დაუპირისპირდებიან, ფინალურ შეხვედრას „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს.