სოზარ სუბარი - ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებისთვის
სოზარ სუბარი - ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებისთვის

ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ულტიმატუმი, რომ არჩევნები იქამდე ჩატარდეს, ვიდრე ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

„ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. უბრალოდ, ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს იქამდე, ვიდრე ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, მსოფლიოში არსად მომხდარა და არც საქართველოში მოხდება. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე მზად ვიყავით და მზად ვართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.