სოზარ სუბარი - ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობაში სრულყოფილ მონაწილეობას მიიღებს, ხმაურის გარდა, პატარა საქმესაც თუ გააკეთებენ, უკეთესი იქნება
სოზარ სუბარი - ვიმედოვნებ, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობაში სრულყოფილ მონაწილეობას მიიღებს, ხმაურის გარდა, პატარა საქმესაც თუ გააკეთებენ, უკეთესი იქნება

კეთილი იყოს, „ნაციონალური მოძრაობის” მობრძანება პარლამენტში. ექვსი თვის წინ ზუსტად ვიცოდით, რომ მოვიდოდნენ და არ მივეცით საბოტაჟის საშუალება. კარგია, რომ შემოდიან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობაში სრულყოფილ მონაწილეობას მიიღებს.

„იმედი მაქვს, მიიღებენ საპარლამენტო მუშაობაში სრულყოფილ მონაწილეობას. იქნება მეტი ხმაური, რაც მათთვის დამახასიათებელია, თუმცა ხმაურის გარდა, თუ პატარა საქმესაც გააკეთებენ, უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. ძალიან გამიჭირდება, ყვირილით გადავფარო მათი ხმამაღალი შეძახილები, მაგრამ საქმესა და შინაარსზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ ჩვენი უპირატესობა იქნება 100/0“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.