სოზარ სუბარი - სესხი არაერთხელ დაგვჭირდება და ავიღებთ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობა განვამტკიცოთ
სოზარ სუბარი - სესხი არაერთხელ დაგვჭირდება და ავიღებთ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობა განვამტკიცოთ

ევროკავშირისგან მისაღებ სესხზე უარი ვთქვით, რადგან ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, უკეთესად ასე , მაგრამ ექვსი თვის წინ ეს რომ ყოფილიყო, შეიძლება გვეთქვა, რომ გვჭირდება, რადგან არ ჩანდა შემდეგი თვეების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა როგორი იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საჭიროების შემთხვევაში ვალს კვლავ აიღებს.

„როცა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, გასაოცარია, რადგან, მაგალითად, გიორგი ვაშაძე ყველა გამოსვლას იმით ასრულებდა, რომ საქართველოს აქვს სასწაული რაოდენობის სესხები და ეს არის დაუშვებელი. ახლა, როცა ეკონომიკური ზრდის გამო სესხის აღებაზე უარი ვთქვით, სრულიად საწინააღმდეგო პიარი დაიწყეს, თითქოს, ქვეყანა იქცევა იმის გამო, რომ სესხს არ ვიღებთ. აქამდე იქცეოდა, სესხს ვიღებდით, ახლა იმის გამო იქცევა, რომ არ ვიღებთ. სესხი არაერთხელ დაგვჭირდება და ავიღებთ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობა განვამტკიცოთ, რაც ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა და საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვარს ჩამოვცდეთ“, – განაცხადა სუბარმა.

დატოვე კომენტარი