სოზარ სუბარი - რა გამოძიებაზე ლაპარაკობენ, როგორ აპირებენ, მთავარი ეჭვმიტანილი კეზერაშვილი დაკითხონ კომისიაზე? ეს ყველაფერი თამაშია და სჯობს, საპარლამენტო საქმიანობას მიხედონ
სოზარ სუბარი - რა გამოძიებაზე ლაპარაკობენ, როგორ აპირებენ, მთავარი ეჭვმიტანილი კეზერაშვილი დაკითხონ კომისიაზე? ეს ყველაფერი თამაშია და სჯობს, საპარლამენტო საქმიანობას მიხედონ

რა გამოძიებაზე ლაპარაკობენ, როგორ აპირებენ, მთავარი ეჭვმიტანილი კეზერაშვილი დაკითხონ კომისიაზე? სჯობს, საპარლამენტო საქმიანობას მიხედონ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა ე.წ. ქოლცენტრების თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი თამაში და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

„ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი არის გახარიას ჯგუფი, მისი პარტია. როგორ ფიქრობენ, გერმანელი და ევროპელი გამომძიებლები ნაკლებად სანდო არიან და რომელიმე შალვა კერესელიძე რომ დაიწყებს გამოძიებას, იმას უნდა ვენდოთ? რა რესურსი აქვთ, რა გამოძიებაზე ლაპარაკობენ, როგორ აპირებენ, რომ მთავარი ეჭვმიტანილი კეზერაშვილი მოიყვანონ პარლამენტში და დაკითხონ კომისიაზე? ეს ყველაფერი არის თამაში, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. მართლა თუ აინტერესებდათ ეს თემები, კარგი იქნებოდა, მაშინ გადაეწყვიტათ გამოძიება, როდესაც მათი ლიდერი, გიორგი გახარია იყო შსს-ს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და სწორედ მაშინ გახდა ქოლცენტრების თემა აქტუალური. ახლა ამ თემის გადაფარვა უნდათ ტყუილი აქტიურობებით. ამ ყველაფერს აზრი არ აქვს და სჯობს, საპარლამენტო საქმიანობას მიხედონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.