სოზარ სუბარი - ქვეყანაში პანდემიაა უკვე ერთი წელია, ამ ხნის განმავლობაში რომ დანაშაულთან ბრძოლაზე უარი ვთქვათ, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით
სოზარ სუბარი - ქვეყანაში პანდემიაა უკვე ერთი წელია, ამ ხნის განმავლობაში რომ დანაშაულთან ბრძოლაზე უარი ვთქვათ, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით

ქვეყანაში პანდემიაა უკვე ერთი წელია. ეკონომიკური კრიზისიც არ ვიცით როდის დასრულდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, რომ დანაშაულთან ბრძოლაზე უარი ვთქვათ, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„რაც შეეხება მსგავს თემას, ჩვენ ვნახეთ ახლახანს მომხდარი შეჭრა კაპიტოლიუმში, რომელსაც შეერთებულ შტატებში უწოდეს შიდა ტერორიზმი და არც პანდემიას, რომელიც შეერთებულ შტატებში მძვინვარებს, არც ეკონომიკურ კრიზისს, პროცესი არ გაუჩერებია. ისევე როგორც არ გააჩერა პროცესი უკვე წასული პრეზიდენტისთვის ხელმეორედ იმპიჩმენტის მოწყობის. სამართლებრივი პროცესი მიდის და იგივეა საქართველოც. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პრობლემა არ დგას“, – განაცხადა სუბარმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ  გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.