სოზარ სუბარი - პრაქტიკულად, ოპოზიციამ დღეს აღიარა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და პარლამენტში შემოდიან
სოზარ სუბარი - პრაქტიკულად, ოპოზიციამ დღეს აღიარა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და პარლამენტში შემოდიან

დარწმუნებული ვარ, არჩევნები არ გაყალბდა. თუ გაყალბდა, ჩვენი დათქმა ძალაში რჩება, რომ არჩევნები თავიდან დაინიშნება, თუ ერთ პროცენტს გადაცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ აღიარა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„პრაქტიკულად, ოპოზიციამ დღეს აღიარა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და პარლამენტში შემოდიან. შეიძლება, ეს საკითხი ისეთი აქტუალური აღარ იყოს, როგორც იყო ექვსი თვის წინ. აქტუალური აღარ იყოს იმის გამოც, რომ გაირკვა, თურმე, „სამართლიანი არჩევნები“ ნებსით თუ უნებლიეთ აყალბებდა პარალელურ დათვლას, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, პირდაპირ ეთერში იხილოს მთელმა საქართველომ გადათვლის შედეგები, რომ ყველა ერთად დავრწმუნდეთ – გაყალბდა თუ არა. დარწმუნებული ვარ, არ გაყალბდა. თუ გაყალბდა, ჩვენი დათქმა ძალაში რჩება, რომ არჩევნები თავიდან დაინიშნება, თუ ერთ პროცენტს გადაცდება“, – განაცხადა სუბარმა.