სოზარ სუბარი - ორპროცენტიანი მესამე ძალა ძალიან კომიკურია
სოზარ სუბარი - ორპროცენტიანი მესამე ძალა ძალიან კომიკურია

ორპროცენტიანი მესამე ძალა ძალიან კომიკურად ჟღერს და კომიკურია, როცა პარტიას პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლასა და ალტერნატივობაზე კი არ აქვს, არამედ რაღაც მესამე ძალაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ ამბავში ყველაზე კომიკური ის არის, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მესამე ძალა მერამდენედ უნდა დააარსოს.

„ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მახსოვს, რომ „რესპუბლიკელები“ იყვნენ მესამე ძალა ხან „სახალხო ფრონტთან“ ერთად, ხან „ეროვნულ დემოკრატებთან“ ერთად, დღესაც, რატომღაც იმავე კომპოტში იხარშებიან. შეეჩვიონ იმას, რა წონაც აქვს და კარგი იქნება, თუ ამომრჩეველს ეტყვიან, მათი ხედვა რა არის. სჯობს, შეეშვან ოცნებას რეფერენდუმზე და ა.შ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.