სოზარ სუბარი - ოპოზიციურ სპექტრს რომ ბნედა არ ემართებოდეს, როცა დასავლეთიდან ვინმე იტყვის, რომ საქართველო სტატუსს დღესვე იმსახურებს, უსამართლო გადაწვეტილებას ვერავინ შემოგვბედავდა
სოზარ სუბარი - ოპოზიციურ სპექტრს რომ ბნედა არ ემართებოდეს, როცა დასავლეთიდან ვინმე იტყვის, რომ საქართველო სტატუსს დღესვე იმსახურებს, უსამართლო გადაწვეტილებას ვერავინ შემოგვბედავდა

არასამთავრობო სექტორს საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა Postv-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის არასწორი მოქმედებების შედეგი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.

„ჩვენთან რომ იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაზე ფიქრობს და არა ქვეყნის დაქცევაზე, რომელიც გარედან კი არ იმართება, არამედ პრინციპებით ხელმძღვანელობს, ჩვენთან რომ იყოს ნორმალური ენეჯეოსექტორი, ადამიანის უფლებებზე რომ ფიქრობდეს და არა რევოლუციასა და იმაზე, რასაც გარედან ჩასძახებენ, რასაც გრანტის მიმცემი უბრძანებს, ჩვენთან რომ იყოს მედია, რომელიც კანონის ჩარჩოში იქნება მოქცეული და გადაუმოწმებელ ფაქტებს არ გადმოსცემს, შეგნებული ცილისწამება, ზიზღის, შუღლის გაღვივება თუ არ იქნება მისი მთავარი ამოცანა, გარწმუნებთ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად სულ ცოტა 3-5 პროცენტით მეტი იქნებოდა, ვიდრე ახლაა.

ს ნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტში შევიდოდა გაცილებით მეტი ფული, ვიდრე ახლა შედის იმ სახით, რასაც დახმარება ჰქვია. 30 მილიონი, რომელიც შემოდის დახმარების სახით, იმავე თავდაცვის ბიუჯეტისთვის, ჩვენ გვექნებოდა საშუალება, 300 მილიონით გაგვეზარდა. ასე რომ, კონსტრუქციულობა და ქვეყანაზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების საქმეში ქართული პოლიტიკური პარტიები რომ ერთიანი იყვნენ, პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს რომ ბნედა არ ემართებოდეს ყოველთვის, როგორც კი დასავლეთიდან ვინმე იტყვის, რომ საქართველო სტატუსს დღესვე იმსახურებს, და რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა უკრაინასა და მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და  საქართველოს — არა, ვერავინ შემოგვბედავდა იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც დასავლეთშიც უსამართლოდ მიიჩნევენ“, – განაცხადა სუბარმა.