სოზარ სუბარი - ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა პარლამენტში ძალთა გადანაწილება, თუ არ შემოდიან, როგორ უნდა გადავანაწილოთ ძალები
სოზარ სუბარი - ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა პარლამენტში ძალთა გადანაწილება, თუ არ შემოდიან, როგორ უნდა გადავანაწილოთ ძალები

საკითხების ჩამონათვალი შარლ მიშელის მოტანილი არ არის, ეს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული დოკუმენტია. ეს მათ მიერ დადებული წინადადებებია და თუ მიუღებელი იყო, იქვე უნდა ეთქვათ, რომ ამაზე არ ლაპარაკობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგოროც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

„წაგიკითხავთ მათ შეთავაზებებს, რომლებიც დადეს მაგიდაზე შარლ მიშელთან. ორ საკითხს წავიკითხავ. ერთ-ერთი არის პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიის პასუხისმგებლობების და როლების პარლამენტში სამართლიან გადანაწილებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი პარლამენტში შემოდიან. დააზუსტონ, შემოდიან პარლამენტში თუ არავითარ შემთხვევაში არ შემოდიან. თუ არ შემოდიან, როგორ უნდა გადავანაწილოთ ძალები პარლამენტში. როგორ უნდა იმუშაოს საგამოძიებო კომისიამ და როგორ უნდა ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. რას ნიშნავს როლების სამართლიანად გადანაწილება. თუ შემოდიან ველოდებით, შემოვიდნენ და ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე. საკითხების ჩამონათვალი შარლ მიშელის მოტანილი არ არის, ეს მათ მიერ შეთავაზებული დოკუმენტია. ეს მათ მიერ დადებული წინადადებებია და თუ მათთვის მიუღებელი იყო ეს წინადადებები, იქვე უნდა ეთქვათ, რომ ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ. თუ ისინი ამაზე საუბარს თანხმდებიან ე.ი. ისინი პარლამენტში შემოსავლელად მზად არიან. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ამ დოკუმენტში ისეთი საკითხებიცაა, რომლებიც შეუძლებელია, გაიზიაროს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მოვლენებს სწორად შეხედავს. მაგალითად, როდესაც საუბარია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ჩემთვის ეს აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებაა, მაგრამ დიალოგისთვის მზად ვართ“, – განაცხადა სუბარმა.